გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
როგორ გამოვარჩიოთ
წესიერი
მრავალწახნაგები სხვა სივრცული ფიგურებისაგან?
|
სწავლების საფეხური
|
მე-5 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
34 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი
აქტუალურია იმით რომ იწყება სივრცის განზომილებებზე
პირველი წარმოდგენების გამომუშავება; გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
სივრცული ფიგურების მოდელების დამზადების უნარ-ჩვევების განვითარებას; ბუნებაში,
ხუროთმოძღვრების ძეგლებში, გარშემო არსებულ საგნებში აღმოაჩინონ სივრცული ფიგურების ანალოგიური ფორმები
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები
გაეცნობიან წესიერ მრავალწახნაგებს:ტეტრაედრს,ოქტაედრს, იკოსაედრს,კუბს, დოდეკაერს;შეძლებენ
სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენებას მრავალწახნაგების აღწერისას,მოახერხებენ კლასიფიკაციას
და შედარებას წახნაგების რაოდენობისა და ფორმის მიხედვით;გააკეთებენ შლილის მეშვეობით
სივრცული ფიგურების მოდელებს, ზოგიერთ მათგანს გამოძერწავენ პლასტელინისგან.
|
წინასწარი ცოდნა
|
პირამიდის
, პრიზმის ცნების,წახნაგის, წიბოს, წვეროს, ზედაპირის შლილის განმარტება.
მრავალკუთხედების კლასიფიკაცია.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლის
ჩართულობა გაკვეთილზე, აქტიურობა ჯგუფურ მუშაობაში, მონაწილეობა პრეზენტაციაში,დამოუკიდებელი
სამუშაოს შესრულება შევაფასოთ თვისებრივი ხასიათის სიტყვიერი კომენტარების თანხლებით.
შეფასების
კრიტერიუმები
შევამოწმოთ,
რომ ბავშვებს შეუძლიათ:
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
სახელმძღვანელო,
მასწავლებლის სარეკომენდაციო, წიგნი, ცარცი, მარკერი,კომპიუტერი, პროექტორი,მრავალწახნაგების
მოდელები და შლილები;კომპიუტერული პროგრამა MS Word, PowerPoint , სლაიდები.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
·
წინა გაკვეთილებზე შესწავლილ საკითხებზე კითხვების
დასმა;
·
სლაიდების გამოყენებით 5 წესიერი მრავალწახნაგას გაცნობა;
·
ეილერის ფორმულის გაცნობა;
·
მოსწავლეების დაყოფა 5 ჯგუფად და განსხვავებული შლილების მიხედვით
მრავალწახნაგების აგება;
·
დამოუკიდებელი სამუშაო: ცხრილის შევსება;ცხრილის მეშვეობით
ჩაატარონ გამოთვლები ეილერის ფორმულის მიხედვით.
|
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
მინიმალური
|
საშუალო
|
მაქსიმალური
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
მოსწავლეს უჭირს მრავალწახნაგების ამოცნობა, ვერ ახერხებს მათ კლასიფიკაციას;
ნაკლებად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
|
მოსწავლეს შეუძლია ძირითადი მრავალწახნაგების ამოცნობა, მაგრამ ეშლება
მათი ელემენტები და რაოდენობები ერთმანეთში.
|
მოსწავლეს შეუძლია წესიერი მრავალწახნაგების ამოცნობა, კლასიფიკაცია,
შედარება წახნაგების რაოდენობის და ფორმის მიხედვით.ამყარებს კავშირს წინა და ახალ
მასალას შორის; მრავალწახნაგების აღწერისას იყენებს სათანადო გეომეტრიულ ტერმინოლოგიას.
|
აქტივობა ჯგუფურ მუშაობაში
|
პასიურად არის ჩართული ჯგუფთან მუშაობაში, არ შეუძლია სივრცითი ფიგურის
მოდელის დამზადება
|
ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში
, დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ზოგიერთი მოდელის დამზადებას
|
მოსწავლე აქტიურად არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში, ამზადებს სივრცული
ფიგურის მოდელს მისი შლილის მეშვეობით, თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულება
|
არ შეუძლია კონკრეტული მრავალწახნაგების ელემენტების რაოდენობის განსაზღვრა,
სწორად ვერ ავსებს ცხრილს.
|
ხარვეზით ავსებს ცხრილს, გამოთვლებს სწორად ასრულებს, მაგრამ უჭირს ცვლადების
მნიშვნელობების დადგენა .
|
დამოუკიდებლად შეუძლია მიღებული
ცოდნა, ფორმულები გამოიყენოს პრაქტიკული სახის ამოცანების ამოხსნისას,უშეცდომოდ ასრულებს
არითმეტიკულ გარდაქმნებს და გამოთვლებს.
|
პრეზენტაცია
გალინა არაჩვეულებრივად გაქვს შესრულებული გაკვეთილის გეგმა, გისურვებ წარმატებებს!!
ReplyDelete