Sunday, December 15, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
   "რატომ ერიდებიან მოსწავლეები სატელევიზიო ინტელექტუალურ შეჯიბრებებზე  მათემატიკური  კითხვების არჩევას და რა სიტუაციაა თქვენს კლასში ამ თვალსაზრისით?"

პროექტის მთავარი  იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:
    შეისწავლონ მოსწავლეებმა  ერთ-ერთ სატელევიზიო ინტელექტუალურ თამაშში მათემატიკური კითხვარების  არჩევის სტატისტიკა; გამოიკვლიონ საკუთარი კლასელების და პარალელური კლასის მოსწავლეების გამოკითხვის გზით ამ პრობლემის მიზეზები და  დასახონ მისი დაძლევის გზები.
პროექტის აქტუალობა:
პროექტზე მუშაობა ეხმარება მოსწავლეებს დაამყარონ უშუალო  კავშირი გარე სამყაროს ფაქტებთან და მოვლენებთან, ეჩვევიან სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას, დაგეგმონ საკუთარი მოქმედებები და დრო, მოსწავლეებს უვითარდებათ სტატისტიკური მონაცემების შეგროვების , თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.

პროექტის მიზნები:
 მოსწავლეებში დამოუკიდებელი კვლევის ჩატარებისა და მიღებული შედეგების   ანალიზის, პრეზენტაციების გაკეთების უნარის  ჩამოყალიბება; მიიღონ საკუთარი კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობის პრაქტიკა,გამოცდილება.  აკონტროლონ საკუთარი სწავლა; ისწავლონ სხვისი აზრის პატივისცემა, ეთიკური ნორმების დაცვა.

 მონაწილეთა ასაკი:14 წელი

ვადები/ ხანგრძლივობა: მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას:
 ვადა - 1თვე;
  შედეგები:მოსწავლეთა კვლევის  შედეგების პრეზენტაციები,  მათემატიკური ვიქტორინის ჩატარება კლასის ორ ჯგუფს შორის;    პლაკატები; მოსწავლეების მიერ შედგენილი კითხვარები, რომლებსაც გამოიყენებენ ვიქტორინაში. დიაგრამები, სლაიდები.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ანკეტები, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.კლასის დაყოფა 2 ჯგუფად; პირველი ჯგუფი გამოიკვლევს იძლევა თუ არა სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები საკმარის ცოდნას უკანასკნელ ინტელექტუალურ გადაცემებში დასმულ მათემატიკურ კითხვებზე პასუხის გასაცემად;მეორე ჯგუფი ჩაატარებს გამოკითხვას თანაკლასელებში შემდეგ კითხვებზე: 1.მეცნიერების რა ნაწილს აირჩევდნენ,თუ სატელევიზიო გადაცემაში მიიღებდნენ მონაწილეობას;2.რომელი სახის კითხვებია მათთვის სასურველი-კითხვები შესაბამისი პასუხების მითითებით, რომელთაგან ერთი სწორია , დანარჩენი არასწორი, ან კითხვები, რომლებზეც სწრაფად გაიცემა პასუხები.
2.კვლევის შედეგების პრეზენტაციები;
3.მათემატიკური ვიქტორინის ჩატარება;
4.პროექტის შეფასება.

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
     პროექტი აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას შეაფასონ მათემატიკის ადგილი და მნიშვნელობა სხვადასხვა დისციპლინებში, ბიზნესში, ხელოვნებაში და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში.

პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): გალინა ჯახაია

 ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: galinajaxaia@gmail.com.

პროექტის ვებ_გვერდი/ბლოგი:galinajaxaia.blogpost.com