პროექტის სახელწოდება:
"რატომ ერიდებიან მოსწავლეები სატელევიზიო ინტელექტუალურ შეჯიბრებებზე მათემატიკური კითხვების არჩევას და რა სიტუაციაა თქვენს კლასში ამ თვალსაზრისით?"
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:
შეისწავლონ მოსწავლეებმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტელექტუალურ თამაშში მათემატიკური კითხვარების არჩევის სტატისტიკა; გამოიკვლიონ საკუთარი კლასელების და პარალელური კლასის მოსწავლეების გამოკითხვის გზით ამ პრობლემის მიზეზები და დასახონ მისი დაძლევის გზები.
პროექტის აქტუალობა:
პროექტზე მუშაობა ეხმარება მოსწავლეებს დაამყარონ უშუალო კავშირი გარე სამყაროს ფაქტებთან და მოვლენებთან, ეჩვევიან სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას, დაგეგმონ საკუთარი მოქმედებები და დრო, მოსწავლეებს უვითარდებათ სტატისტიკური მონაცემების შეგროვების , თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებში დამოუკიდებელი კვლევის ჩატარებისა და მიღებული შედეგების ანალიზის, პრეზენტაციების გაკეთების უნარის ჩამოყალიბება; მიიღონ საკუთარი კვლევის შედეგების სხვისთვის გაცნობის პრაქტიკა,გამოცდილება. აკონტროლონ საკუთარი სწავლა; ისწავლონ სხვისი აზრის პატივისცემა, ეთიკური ნორმების დაცვა.
მონაწილეთა ასაკი:14 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა: მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას:
ვადა - 1თვე;
შედეგები:მოსწავლეთა კვლევის შედეგების პრეზენტაციები, მათემატიკური ვიქტორინის ჩატარება კლასის ორ ჯგუფს შორის; პლაკატები; მოსწავლეების მიერ შედგენილი კითხვარები, რომლებსაც გამოიყენებენ ვიქტორინაში. დიაგრამები, სლაიდები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ანკეტები, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.კლასის დაყოფა 2 ჯგუფად; პირველი ჯგუფი გამოიკვლევს იძლევა თუ არა სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები საკმარის ცოდნას უკანასკნელ ინტელექტუალურ გადაცემებში დასმულ მათემატიკურ კითხვებზე პასუხის გასაცემად;მეორე ჯგუფი ჩაატარებს გამოკითხვას თანაკლასელებში შემდეგ კითხვებზე: 1.მეცნიერების რა ნაწილს აირჩევდნენ,თუ სატელევიზიო გადაცემაში მიიღებდნენ მონაწილეობას;2.რომელი სახის კითხვებია მათთვის სასურველი-კითხვები შესაბამისი პასუხების მითითებით, რომელთაგან ერთი სწორია , დანარჩენი არასწორი, ან კითხვები, რომლებზეც სწრაფად გაიცემა პასუხები.
2.კვლევის შედეგების პრეზენტაციები;
3.მათემატიკური ვიქტორინის ჩატარება;
4.პროექტის შეფასება.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტი აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას შეაფასონ მათემატიკის ადგილი და მნიშვნელობა სხვადასხვა დისციპლინებში, ბიზნესში, ხელოვნებაში და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში.
პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): გალინა ჯახაია
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: galinajaxaia@gmail.com.
პროექტის ვებ_გვერდი/ბლოგი:galinajaxaia.blogpost.com